დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2 საჯარო სკოლაში ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლის ნუცა ჩიტაძის ხსოვნის უკვდავსაყოფად, მისი სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნა.

სკოლის შენობაზე განთავსდა მემორიალური აბრა, რომელიც ნუცას სახელს ატარებს.

„იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა გოგონა, სახელად ნუცა“ - ამ სიტყვებით დაიწყო ბიბლიოთეკის გახსნის ღონისძიება.

ბიბლიოთეკის და მემორიალური აბრის გახსნას დაესწრო ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად გოგუაძე. მან პატივი მიაგო ახალგაზრდა ავტორის ხსოვნას და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მისი შემოქმედების შესახებ მომავალმა თაობებმაც იცოდნენ.