ოთხი შვილი მეზრდება, როგორც ჩემი შვილებისთვის, ასევე ამ ქვეყნის მომავალი თაობებისთვის მინდა ყველაფერი საუკეთესო. მინდა ევროპული მომავალი. ვიცხოვროთ ევროპული ღირებულებებით,- ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. 

„ჩვენ ყველას ვეუბნებით, მზად ვართ თანამშრომლობისთვის, პარტნიორებისთვის, მაგრამ პირველ რიგში დავიცავ ჩემი ქვეყნის ინტერესს. რატომაა ეს ცუდი? არ უნდა მოიქცეს ხელისუფლება ისე, როგორც დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება იქცევა? დამისახელეთ ერთი მაგალითი, ჩვენ რუსული ნაბიჯი გადაგვიდგამს და რუსეთის ინტერესებში ყოფილიყო ისეთი საქმე გაგვეკეთებინოს, არ არსებობს ფიზიკურად. 2012 წლიდან ვემსახურებით ამ ქვეყნის ინტერესს. ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს. კაცო, ამ ევროპულ გზაზე თუ რამე წარმატებას მივაღწიეთ, არის „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში. დღეს გავგიჟდით უცებ და რუსეთისკენ მიგვყავს ქვეყანა? ოთხი შვილი მეზრდება, როგორც ჩემი შვილებისთვის, ასევე ამ ქვეყნის მომავალი თაობებისთვის მინდა ყველაფერი საუკეთესო. მინდა ევროპული მომავალი. ვიცხოვროთ ევროპული ღირებულებებით და არა ისე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, რომელიც აბსოლუტურად დაშორებულია ყველანაირ ევროპულ ღირებულებას - ბულინგი, შეურაცხყოფა, ძალადობა არა არის ეს ის, რაც ჩვენ გვინდა",- განაცხადა კახა კალაძემ.