აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიციას უკრაინაში არჩევნების აუცილებლობის შესახებ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსიც იცავს. ის ირონიულს უწოდებს "ამერიკის ზოგიერთი ევროპელი მეგობრის თავდასხმას ტრამპზე" უკრაინაში არჩევნების ჩატარების შეთავაზების გამო და აცხადებს, რომ ლეგიტიმურობის შესანარჩუნებლად ზელენსკი დემოკრატიულ მანდატს უნდა დაემორჩილოს.
"იდეა, რომ ომის დროს არჩევნები არ შეიძლება ჩატარდეს, არის აბსურდული," - აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა ერთ-ერთი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ასევე შეეხო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის იმ განცხადებასაც, სადაც აღნიშნა, რომ ტრამპი დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს. ვენსმა უკრაინის პრეზიდენტის მიდგომა სამარცხვინოდ და კონტრპროდუქტიულად შეაფასა. მისი თქმით, ასეთმა ტაქტიკამ, შეიძლება, საფრთხე შეუქმნას უკრაინის ურთიერთობას ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირესთან.
"აშშ-ის პოლიტიკა არ ეფუძნება რუსულ დეზინფორმაციას" - განაცხადა ვენსმა.