მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას აღნიშნავს.
კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. დღეს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინება. კვირაცხოვლობას ტაძრებში დაჭრილი არტოსი - საგანგებოდ გამომცხვარი პური რიგდება, რომელიც აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიებში კანკელის წინ პატარა მაგიდაზე დევს.




