ირანის პარლამენტის სპიკერმა ასეთი განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა.  

„აშშ-ის პრეზიდენტმა ერთ საათში შვიდი განცხადება გააკეთა და შვიდივე ტყუილი იყო.

მათ ამ ტყუილებით ომი ვერ მოიგეს და მოლაპარაკებებზე ნამდვილად ვერაფერს მიაღწევენ.

ბლოკადის გაგრძელების შემთხვევაში სრუტე დაკეტილი დარჩება  

ჰორმუზის სრუტეში გავლა განხორციელდება „განსაზღვრული მარშრუტით“ და „ირანის ნებართვით“.

სრუტის გახსნის თუ დახურვის, ასევე მისი გავლის წესების დადგენა ადგილზე მოხდება და არა სოციალურ მედიაში“, - წერს ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი x-ზე.