ქართულმა ოცნებამ"  და ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა გუშინ კიდევ ერთხელ გაიმასხარავა თავი. ივანიშვილს 13 წლის განმავლობაში აქვს ერთი ორგანიზაცია, გამყალბებელი სოციოლოგიური ორგანიზაცია "გორბი", რომელიც 13 წლის განმავლობაში აქვეყნებს ტყუილს და სიყალბეს იმისთვის, რომ დათესოს დაპირიაპირებები მათ შორის ოპოზიციურ ველზე. მანიპულაცია მოახდინოს მოქალაქეების განწყობებზე. მხოლოდ ეს არის ივანიშვილის, რუსული რეჟიმის და გამყალბებელი ორგანიზაცია "გორბის" მიზანი! - ამის შესახებ "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს. 

"გუშინ ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა გამოაქვეყნა კიდევ ერთი ყალბი რიცხვები საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მაშინ, როცა კლენდარულად დ აკონსტიტუციურად მოდის  თვითმმართველობის არჩევნები ივანიშვილი და რუსული რეჟიმი ემალება თვითმმართველობის არჩევნებზე მსჯელობას. ჩვენ არაერთხელ, სანდო ორგანიზაციების გავლით ჩავატარეთ სოციოლოგიური კვლევები იაგო კაჭკაჭიშვილის ხელმძღვანელობით და ვნახეთ, რომ რუსული რეჟიმი მარცხდება საპარლამენტო არჩევნებზეც და თვითმმართველობის არჩევნებზეც. ჩვენ ვნახეთ, რომ ივანიშვილს არ აქვს გამარჯვების შანსი დედაქალაქში და ეს ნაჩვენებია სულ ახლახანს ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებით. ბოიკოტის პირობებშიც კი ივანიშვილი თბილისში მარცხდება კონკრეტული შედეგებით. 


ეს არის იაგო კაჭკაჭიშვილის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა, სადაც მაისის პირობებში "ლელო-ძლიერი საქართველო" თბილისში იღებს 25,8%, "გახარია საქართველოსთვის" იღებს ალოკაციით 29,6%, "გირჩი" 5,2% და "ქართული ოცნება" იღებს მხოლოდ და მხოლოდ 31%. 


ეს სტატისტიკა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ "ქართული ოცნება" არის დამარცხების წინაშე მდგომი, პოლიტიკურად გაბანკროტებული პარტია, რომლის ერთადერთი შანსიც არის, გამოაქვეყნოს სიყალბე, მანიპულაცია მოახდინოს მოქალაქეების განწყობებზე და ამით შექმნას ხელოვნური დაპირისპირებები ოპოზიციურ ველზე.
ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციურ საზოგადოებას, პროდასავლურ საზოგადოებას, სწორად გავიაზროთ ივანიშვილის რუსული სტრატეგია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ვუპასუხოთ იქ, მტკივნეულად, სადაც ყველაზე მეტად ეშინია, რისიც ყველაზე მეტად ეშინია ბიძინა ივანიშვილს - ეს არის ბრძოლა ყველა ველზე, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებზე.

ჩვენ დარწმუნებით ვიცით, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა არის გარდაუვალი და ამაზე მიუთითებს ყველა ის პროპაგანდისტული სტრატეგია, რომელსაც ივანიშვილი ხელმძღვანელობს. 

ჩვენ გვაქვს საკუთარი გუნდის და მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანწილად ჩვენი ოპოზიციური საზოგადოების იმედი. ჩვენ შევძლებთ ივანიშვილის დამარცხებას მისივე მოედანზე!"- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ