ჩვენს 3 თანამებრძოლს (ლელოს ლიდერებს) მოუწყვეს ჩასაფრება და გადაიყვანეს ნარკოლოგიურში, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენს 3 თანამებრძოლს (ლელოს ლიდერებს) მოუწყვეს ჩასაფრება და გადაიყვანეს ნარკოლოგიურში.
ოთო ფარულავა - გენერალური მდივნის მოადგილე
ლევან ჯორბენაძე - კოალიციის კომუნიკაციების ხელმძღვანელი
ბექა ბერიძიშვილი - ახალგაზრდულის ლიდერი
ერთდროულად ქალაქის სხვადასხვა ადგილას, სახლებთან, დიდ დიღომში, საბურთალოზე და ჩუღურეთში.
ვცდილობთ ვიპოვოთ და გავიდეთ კავშირზე. ბექა ჯერ სახლთან ყავთ გაჩერებული, ადვოკატები და თანაგუნდელები გზაში არიან“, - წერს კუპრაძე.