ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით, ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს. 

"მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს და მის გუნდს წლების მანძილზე საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ქართველი ხალხის გამორჩეული, მტკიცე მხარდაჭერისთვის.საქართველოს და უნგრეთს აკავშირებს მეგობრობისა და პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება." - წერს  ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, უნგრეთში დასასრულს მიუახლოვდა საპარლამენტო არჩევნებში მიცემული ხმების დათვლის პროცესი

ეროვნული საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბიულეტენების 98,74%-ის დათვლის შემდეგ „ტისას“ მიღებული აქვს ამომრჩეველთა ხმების  53,41% (45 დეპუტატი), „ფიდესს“ - 38,03% (42 დეპუტატი), პარტიას „ჩვენი ქვეყანა“ კი 5,90% (6 დეპუტატი).