პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია „ტისას“ გამარჯვებას ეხმაურება.

„უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა ისევ ერთად არიან! დიდებული გამარჯვებაა, ძვირფასო მეგობრებო! რუსებო, წადით სახლში!“, – წერს დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელ „იქსზე“.

შეგახსენებთ, უნგრეთში დასასრულს მიუახლოვდა საპარლამენტო არჩევნებში მიცემული ხმების დათვლის პროცესი

ეროვნული საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბიულეტენების 98,74%-ის დათვლის შემდეგ „ტისას“ მიღებული აქვს ამომრჩეველთა ხმების  53,41% (45 დეპუტატი), „ფიდესს“ - 38,03% (42 დეპუტატი), პარტიას „ჩვენი ქვეყანა“ კი 5,90% (6 დეპუტატი).