ოქროს ტბაზე 2026 წლის ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატზე სლალომის დისციპლინაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
დაძაბული გამოსვლების, სამი სპორტსმენის თანაბარი შედეგისა და ძლიერი წვიმით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ქალთა შორის ჩემპიონი ესპანელი სანდრა ბოტას მედემი გახდა.
მამაკაცთა შორის კი კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური ფრანგმა საშა დექსუნმა დაიკავა.
ფინალების დასრულებისთანავე, ტბის მთავარ სცენაზე გამარჯვებულთა დაჯილდოებისა და ჩემპიონატის დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართება.











