საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა აქტივისტი თორნიკე თოშხუა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
თორნიკე თოშხუას დაკავება თბილისის საკრებულოსთან მიმდინარე აქციის დროს მოხდა.
თოშხუას ხელში ბანერი ეჭირა, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი უწმაწური სიტყვებით იყო მოხსენიებული.




