ყვარლის მუნიციპალიტეტში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა. ქალი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გურჯაანის "ჯეოჰოსპიტალსის" კლინიკაში გადიყვანა, თუმცა სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო.
სტაბილურია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სხვა პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ცნობისათვის, ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ხიდთან მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ორივე ავტომობილში მყოფმა მგზავრებმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.











