ასეთი განცხადება უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას" ლიდერმა, პეტერ მადიარმა, ბატიანის მოედანზე, არჩევნების შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„ძვირფასო თანამემამულეებო! უნგრელებო! ჩვენ ეს შევძელით! „ტისამ“ და უნგრეთმა გაიმარჯვეს ამ არჩევნებში არა მცირე უპირატესობით, არამედ უზარმაზარი, მართლაც უზარმაზარი უპირატესობით გაიმარჯვეს“ - მიმართა მადიარმა მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს.

მისი აზრით, ეს იყო 1848 და 1956 წლების კვირა დღეების სადარი ისტორიული დიდების მომენტი,

„დაე, ეს დღე ასევე გახდეს უნგრეთის თავისუფლების ღირსშესანიშნავი დღე. უნგრელების მათზე გამარჯვების დღეს, ვინც მათ უღალატა. დაე, ეს იყოს ყველა უნგრელის გამარჯვების დღე“, - უნგრელებისთვის მათზე, ვინც უღალატა მათ. დაე, ეს იყოს გამარჯვება ყველა უნგრელისთვის“, - თქვა მან და განაგრძო:

უნგრეთს სურს კვლავ გახდეს ევროპული ქვეყანა. ქვეყანა, რომელიც არ არის „არავის ვასალი, სადაც შრომის შედეგებს მნიშვნელობა აქვს, სადაც ყველას შეუძლია იყოს უნგრეთის მოქალაქე და უნგრელებს შეუძლიათ ჰქონდეთ თავიანთი მთავრობის იმედი“. მან ასევე ახსენა უღრუბლო ბავშვობა, ადეკვატური ჯანდაცვა, ღირსეული სიბერე და განათლება.

თავის გამოსვლაში პეტერ მადიარმა ასევე მიანიშნა, რომ ახლა „ყველას საბოლოოდ ეყვარება ის, რაც სურს, ისე, როგორც სურს“ და შემდეგ ახსენა შვილის გაჩენის შესახებ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლება. ასევე მიმართა საზღვარგარეთ მცხოვრებ უნგრელებს და თქვა: „დაბრუნდით სახლში“, რადგან უნგრეთი გახდება ქვეყანა, სადაც პოლიცია და სადაზვერვო სამსახურები უნგრელებს ემსახურებიან.

კარპატების რეგიონზე საუბრისას მან თქვა, რომ აქ არის წინაპრების საფლავი, შვილიშვილების მომავალი საცხოვრისი, ამ ადგილს უკავშირდება უნგრელების ოცნებები, ლოცვები და „ყველაფერი, რაც გვაქცევს ადამიანებად“, აქედან მოდის, „ჩვენი საყვარელი სამშობლოდან“.

დღეს უნგრელად ყოფსა - შესანიშნავია და პარტია „ტისა“იქნება წარმომადგენელი ყველა უნგრელის, რადგან ეს ნებისმიერ დროსაა უნგრეთის მთავრობის პასუხისმგებლობა; დაუშვებელია უნგრელების დაყოფა და დისკრიმინირება - ეს ცოდვაა, - განაცხადა მადიარმა.

პეტერ მადიარმა მოუწოდა ამომრჩევლებს, რომ დღეს იზეიმონ და ხვალ საქმეს შეუდგნენ და ქვეყანა ბოლო ათწლეულების მანძილზე წარმოქქმნილი ნანგრევებისგან გაასუფთავონ.

ჩვენ ვიცით, რომ მანდატი, რომელიც მივიღეთ, უპრეცედენტოა. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ ხმა მოგვცეს ადამიანებმა, რომლებსაც არასდროს ეგონათ, რომ ჩვენთან იქნებოდნენ. ჩვენ გავამართლებთ თქვენს ნდობას, - დაჰპირდა იგი უნგრელებს.

მან ასევე ისაუბრა არსებული პრობლემების მასშტაბებზე, არნიშნა, რომ უზარმაზარი სამუშაოა წინ და მოუწოდა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, დღეიდან იმოქმედოს როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელმა და არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეიძლება ხელები შეუკრას „ტისას“ მთავრობას.

მან ასევე მოუწოდა რესპუბლიკის პრეზიდენტს, სთხოვოს მას მთავრობის ფორმირება და შემდეგ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან იმავე ღირსებით წავიდეს, როგორც მას ჯერ კიდევ ჰქონდა. შემდეგ მან გადადგომისკენ მოუწოდა უნგრეთის უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობას, გენერალური პროკურორს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავმჯდომარეს და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა საქმეთა სააგენტოს თავმჯდომარეს.

ამიერიდან ჩვენ აღარ ვიქნებით პასუხისმგებლობისგან თავისუფალი ქვეყანა. მათ, ვინც ქვეყანა მოიპარა, პასუხი უნდა აგონ. „დაუყოვნებლივ, ჩვენი საკონსტიტუციო უმრავლესობის წყალობით, ჩვენ აღვადგენთ კონტროლისა და ბალანსის სისტემას, შევუერთდებით ევროპის პროკურატურას და უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემის უსაფრთხოებას“., - თქვა მადიარმა და პირობა დადო, რომ აღადგენს დემოკრატიის უზრუნველყოფის ინსტიტუტების დამოუკიდებლობას.

მან ასევე დადო პირობა, რომ აღადგენს ვიშეგრადის ოთხეულს შორის თანამშრომლობას და უნგრეთი კვლავ გახდება ძლიერი მოკავშირე ევროკავშირსა და ნატოში

„ამ სულისკვეთებით, ჩემი პირველი ვიზიტი იქნება პოლონეთში, რათა გავაძლიერო ათასწლიანი პოლონეთ-უნგრეთის მეგობრობა. მეორე იქნება ვენაში, ხოლო მესამე - ბრიუსელში, რათა სახლში ჩამოვიტანო ევროკავშირის თანხები, რომლებიც უნგრელ ხალხს ეკუთვნის“.

მან თქვა, რომ მის გეგმებში შედის პრემიერ-მინისტრის რანგში ყველა უნგრელის ინტერესების წარმოდგენა, მათ შორის ჩვენი უნგრელი ძმებისა და დების საზღვარგარეთ. პარტია „ტისას“ ლიდერმა ასევე ჩამოთვალა ევროპელი ლიდერები, რომლებთანაც ტელეფონით ისაუბრა და დასძინა, რომ გააგრძელებს მათთან თანამშრომლობას. მან თქვა, რომ შეცდომები გამოსწორდება, ხელოვნურად გათხრილი თხრილები ამოივსება და პირობა დადო, რომ ამიერიდან უნგრეთი აღარ იქნება პასუხისმგებლობისგან თავისუფალი ქვეყანა.

მათ, ვინც ქვეყანა მოიპარეს, პასუხი უნდა აგონ“ - განაცხადა პეტერ მადიარმა.

დასასრულს, მან ასევე მიმართა „ფიდესის“ პარტიის წევრებს და თქვა, რომ ესმისრამდენად რთულია ოპოზიციაში ყოფნა „დამსახურებული და მძიმე მარცხის შემდეგ“. თუმცა, მან პირობა დადო, რომ ის როგორ ყველა უნგრელის, ასევე მათი პრემიერ-მინისტრი იქნება და, როგორც ყველა უნგრელი, და იმუშავებს იმისთვის, რომ ერთმანეთის მიმღებლობა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად გახდეს შესაძლებელი.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ჰქონდა სატელეფონო საუბარი ვიქტორ ორბანთან, რომელმაც მას მიულოცა და აღნიშნა როგორ უთხრა ორბანს, რომ ბატიანის (ლაიოშ ბატიანი 1848 წლის რევოლუციის დროს უნგრეთის პირველი პრემიერ-მინისტრი გახდა - „აიპრესი“) სავარძელში ჯდომა ყველაზე კეთილშობილური და მშვენიერი რამაა და რომ ხვალიდან ისინი ერთობლივად იქნებიან პასუხისმგებელნი უნგრეთის აღდგენაზე და დასძინა:

„მე ვმსახურობ და ვიმსახურებ მანამ, სანამ ჩემი სამსახური საჭირო იქნება, ღმერთმა დალოცოს უნგრეთი, ღმერთმა დალოცოს მთელი უნგრელი ხალხი!“