უნგრეთში დასასრულს მიუახლოვდა საპარლამენტო არჩევნებში მიცემული ხმების დათვლის პროცესი.
ეროვნული საარჩევნო კომისიის მონაცემები, ბიულეტენების 95,63%-ის დათვლის შემდეგ „ტისას“ მიღებული აქვს ამომრჩეველთა ხმების 53,72% (44 დეპუტატი), „ფიდესს“ - 37,68% (42 დეპუტატი), პარტიას „ჩვენი ქვეყანა“ კი 5,90% (7 დეპუტატი).
დაახლოებითი ასეთივე რაოდენობის ბიულეტენების დამუშავების შედეგების თანახმად, 106 ერთმანდატიან ოლქიდან 94-ში „ტისას“ კანდიდატები იმარჯვებენ, 12-ში კი „ფიდესის“.
უნგრეთის პარლამენტის 199 წევრიდან 106 აირჩევა ერთმანდატიან ოლქებში მაჟორიტარული ხმის მიცემის სისტემით, ხმათა უბრალო ფარდობითი უმრავლესობით, ხოლო დანარჩენი 93 კი პროპორციული სისტემით.
არსებული მონაცემებით თანახმად, „ტისას“ 138 დეპუტატი ეყოლება, „ფიდესს“ - 54 დეპუტატი, პარტიას „ჩვენი ქვეყანა“ კი - 7 დეპუტატი.




