უნგრეთში დასასრულს მიუახლოვდა საპარლამენტო არჩევნებში მიცემული ხმების დათვლის პროცესი

ეროვნული საარჩევნო კომისიის მონაცემები, ბიულეტენების 98,74%-ის დათვლის შემდეგ „ტისას“ მიღებული აქვს ამომრჩეველთა ხმების  53,41% (45 დეპუტატი), „ფიდესს“ - 38,03% (42 დეპუტატი), პარტიას „ჩვენი ქვეყანა“ კი 5,90% (6 დეპუტატი).

დაახლოებითი ასეთივე რაოდენობის ბიულეტენების დამუშავების შედეგების თანახმად, 106 ერთმანდატიან ოლქიდან 93-ში „ტისას“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს 13-ში კი „ფიდესის“.

უნგრეთის პარლამენტის 199 წევრიდან 106 აირჩევა ერთმანდატიან ოლქებში მაჟორიტარული ხმის მიცემის სისტემით, ხმათა უბრალო ფარდობითი უმრავლესობით, ხოლო დანარჩენი 93 კი პროპორციული სისტემით.

არსებული მონაცემებით თანახმად, „ტისას“ 138 დეპუტატი ეყოლება, „ფიდესს“ - 55 დეპუტატი, პარტიას „ჩვენი ქვეყანა“ კი - 6 დეპუტატი.