პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის შიგნით როცა ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს, ერთმანეთს ძალიან უხეში ფორმით თავს ესხმიან.

მისი თქმით, სამ ქალ ოპოზიციონერ დეპუტატზე ბულინგი განხორციელდა, როცა მათ სახალხო დამცველის თანამდებობაზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიცია ორმაგი სტანდარტით მოქმედებს.

„ოპოზიციის შიგნითაც კი როდესაც ვინმეს აქვს განსხვავებული აზრი, მათ არ უჭირთ ერთმანეთზე თავდასხმა, მათ შორის ძალიან უხეში ფორმით. გახსოვთ ბულინგი, ქალი დეპუტატები არ იყვნენ მაშინ? ბულინგი იმის გამო, რომ სამმა ქალმა დეპუტატმა ოპოზიციიდან მხარი დაუჭირა ლევან იოსელიანის კანდიდატურას და ა.შ. ეს ყველას გვახსოვს. ამიტომ მათ აქვთ ორმაგი და შვიდგმაგი სტანდარტი. ჩვენ გვაქვს ერთი სტანდარტი, რომ უნდა იყოს სათანადო ეთიკური წესები დაცული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.