ხაზარაძეს ბევრად მეტის გადახდა ეკუთვნის ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ, ამ წლების განმავლობაში ის ტყუილს ამტკიცებდა და ავრცელებდა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ხელისუფლება მოქმედებს არბიტრაჟის გადაწყვეტილებების შესაბამისად და ხაზარაძე გადაიხდის იმ ჯარიმას, რომელიც დაეკისრა.

 „მგონია, რომ ხაზარაძეს წესით, ბევრად მეტი ჯარიმის გადახდა ეკუთვნის, გამომდინარე იქიდან, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, ტყუილს ამტკიცებდა, ავრცელებდა  და საბოლოო ჯამში, ეს დაადგინა არბიტრაჟმა, გარკვეული ზიანი ხომ მიადგა ამ ტყუილის გავრცელებით ჩვენს სახელმწიფოს. წესით, ხაზარაძეს ბევრად მეტის გადახდა ეკუთვნის ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ, თუმცა არსებობს გადაწყვეტილებები, ჩვენ ვმოქმედებთ სასამართლოს გადაწყვეტილებების, არბიტრაჟის გადაწყვეტილებების შესაბამისად და ხაზარაძე გადაიხდის იმ ჯარიმას, რომელიც მას დაეკისრა. მოსარჩელე იყო ხაზარაძე, ამტკიცებდა, რომ სახელმწიფომ ის დააზიანა და არბიტრაჟმა თქვა, რომ ეს იყო ტყუილი. ეს ნიშნავს იმას, რომ ხაზარაძე სამარცხვინოდ დამარცხდა ამ საქმეში.“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა