შემაშფოთებელია „დიფ სთეითის“ გავლენები მსოფლიო მასშტაბით. ხედავთ, რა მდგომარეობამდე მიიყვანეს ამ ადამიანებმა ევროპული ბიუროკრატია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მედიას განუცხადა.

„შემაშფოთებელია „დიფ სთეითის“ გავლენები მსოფლიო მასშტაბით. ხედავთ, რა მდგომარეობამდე მიიყვანეს ამ ადამიანებმა ევროპული ბიუროკრატია. ევროპაში არის ძალიან მძიმე ტენდენციები. იგივე ხდებოდა აშშ-ში წინა ოთხი წლის განმავლობაში. იმედი გვაქვს, აშშ საბოლოოდ დაძლევს „დიფ სთეითის“ გავლენას. იმედი გვაქვს, ევროპული ბიუროკრატიაც შეძლებს ამ გავლენის დაძლევას, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა პრემიერმა.