„ჩვენთვის არ არის ეს საინტერესო საკითხი, მაინცდამაინც ღირებული არცერთი პარტია და არცერთი მათი წარმომადგენელი არ იქნება პარლამენტისთვის. იცით, რა პარტიებზეა საუბარი და იცით, რა სახეები ჰყავთ მათ საკუთარ პარტიებში. საუბარია როგორც „ნაცმოძრაობაზე“, ისევე მეორე „ნაცმოძრაობაზე“, ისევე მესამე „ნაცმოძრაობაზე“, ისე მეოთხე „ნაცმოძრაობაზე“. არც თავისი პარტიული შინაარსით და არც ადამიანური რესურსით არცერთი მათგანი არ არის საინტერესო საპარლამენტო მუშაობისთვის." - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

"შესაბამისად, მათი გადასაწყვეტია, ჩვენ ამით ვერ დავინტერესდებით, ვერ დავკავდებით, ამაზე დროს ვერ დავხარჯავთ, მათი გადასაწყვეტია, შემოვლენ თუ არ შემოვლენ. ასეც და ისეც, პარლამენტი იქნება ლეგიტიმური, ერთ მდინარეში მეორედ ვერ შეხვალ, შესაბამისად, ისინი ვერ შეძლებენ იგივე პროცესების გამეორებას, რაც მათ განახორციელეს ამ ქვეყანაში ოთხი წლის წინ, რითაც ისინი ცდილობდნენ, დაეზიანებინათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. იგივეს მეორედ ვერ გააკეთებენ. მათი გადასაწყვეტია, ვისაც უნდა შემოვიდეს, ვისაც არ უნდა, ნუ შემოვა“, – განაცხადა კობახიძემ.