საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შექმნილია ვებგვერდი shedegebi.ge, სადაც ამომრჩეველთა აქტივობასთან დაკავშირებით მონაცემები აიტვირთება.

პრემიერის თქმით, ვებგვერდზე, 20:00 საათის შემდეგ, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, ოფიციალურ ოქმებზე დაფუძნებული ინფორმაცია გამოქვეყნდება.

"ჩვენ გვაქვს ვებგვერდი, რომელსაც ეწოდება shedegebi.ge  , ამ ვებგვერდზე, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ მონაცემები ამომრჩეველთა აქტივობასთან დაკავშირებით და აქტივობის მონაცემები მთელი დღის განმავლობაში განახლდება. ეს მონაცემები ჩაშლილი იქნება თითოეული ოლქის მიხედვით და 20:00 საათიდან მოცემული იქნება არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ინფორმაცია. ეს ინფორმაცია დაეფუძნება საარჩევნო უბნებიდან მიღებულ ოფიციალურ ოქმებში დაფიქსირებულ შედეგებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.