საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა.
სომხეთის ელჩმა ირაკლი კირცხალიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება მიულოცა.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე.
ირაკლი კირცხალიამ და აშოტ სმბატიანმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე და საქართველოსა და სომხეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ბერეკაშვილი.