ოპოზიციაში ვინ ვისზეა ნაწყენი და ვის უნდა, ლიდერად წარმოჩინდეს, ეს ნაკლებად საინტერესოა, რადგან საზოგადოება მათი უნიჭო სპექტაკლებისა და სერიალების ყურებით დაიღალა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
„ამ უსამშობლოებმა რაღაც თავისუფალი მარში დაგეგმეს. ამ ყველაფერს რა კონტექსტი აქვს, ეს ნიშანდობლივია – კონტექსტი დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობიდან მომდინარეობს. მათი პარტაქტივი გამოდის, აგენტურული ქსელის დანაყოფები გამოდიან და ისტორიულ დღეს, გმირი ბიჭების სახელებს ამოფარებულები მარშის მოწყობას აპირებენ. სად, როდის და რა კონტექსტში აწყობენ? გახსოვთ, „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო სასამართლოებში რა სასამართლო პროცესები მოიგო, სადაც წერტილი დაესვა იმ თემას, რასაც ჰქვია ჩვენი მხრიდან რაიმე სახის დანაშაულს რუსეთის მიმართ. რომელ ჯარზე, რომელ ღირსებაზე მელაპარაკებიან ეს უსამშობლოები, თავიანთი მზაკვრული გეგმებით აგენტურული ქსელი არიან. ანწუხელიძის სახელის ამოფარებას როგორ ბედავენ? სირცხვილია და შეურაცხყოფის მიყენებაა როგორც ჯარის, ასევე ქვეყნის მიმართ. თავიანთი მზაკვრული მიზნებისთვის გმირებს ვერ გამოიყენებენ“, – განაცხადა კირცხალიამ.