„26 მაისმა, ჩვენი დამოუკიდებლობის დღემ, საზეიმო ვითარებაში ჩაიარა. ჩვენი ქვეყნისთვის ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი სხვა თვალსაზრისითაც გახლდათ აღსანიშნავი - რადიკალურმა ოპოზიციამ, „უსამშობლოებმა“, როგორც მათ ჩვენ და ჩვენი საზოგადოება ვუწოდებთ, ქვეყნისა და ხალხის ერთიანობის, დამოუკიდებლობის დღეს, საპროტესტო აქცია დააანონსეს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, მათი ამ ნაბიჯით, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ კარგად დაინახა, რომ რადიკალურ ოპოზიციას არც ქართული და არც სახელმწიფოებრივი არაფერი აქვს.
„თუმცა, „უსამშობლოების“ ამ გადაწყვეტილებაში არაფერია გასაკვირი, თუკი გავიხსენებთ, რა ჩაიდინეს 2011 წლის 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, როდესაც მათი რეჟიმით უკმაყოფილო საქართველოს მოქალაქეები, ასეულობით ადამიანი, რომელთაც ამის გამოხატვა საჯაროდ გაბედეს, ოთხი მხრიდან მოიმწყვდიეს, გასაქცევი არ დაუტოვეს და იმდენად ბრუტალურად გაუსწორდნენ, რომ ასეულობით დასახიჩრებულ ადამიანს პირდაპირ საავადმყოფოს იატაკზე ყრიდნენ. ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რამხელა ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა დანაშაულს, რომელიც რეჟიმმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩაიდინა! დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, საკუთარი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად გუშინაც დიდი სიამოვნებით გაიმეორებდნენ იმავეს!“, - აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.
როგორც წარსულში, ისე დღესაც უცხოელი პატრონების დავალებებს ასრულებს, კიდევ ბედავს და სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საუბრობს. სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე, როდესაც ცოცხალი ადამიანი უსასტიკესად აწამეს და ენა ამოაჭრეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათი რეჟიმის კრიტიკას, ანუ ხმის ამოღებას ბედავდა. ტრაგედიაა, რომ ჩვენს ხალხს მოუწია ცხოვრება ისეთ ქვეყანაში, სადაც ეს და მსგავსი დანაშაული საშინელებათა ფილმის სცენარი კი არა, ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურობა იყო. ყოველდღიურობა, რომელშიც არათუ რეჟიმის კრიტიკა, თავისუფლად საუბარიც კი დასჯადი იყო.
მოძრაობის“ მიერ მოსახლეობაში დათესილი შიშისა და ტერორის ფონზე რომ დღეს მათთვის პასუხის მოთხოვნას ვახერხებთ, დამიჯერეთ, ეს დიდი მიღწევაა. თუმცა, გამაოგნებელია, რომ ეს დანაშაულებრივი ძალა, რომელმაც ჩვენს ხალხს წლების განმავლობაში ჯოჯოხეთი გამოატარა, დღეს ბედავს და სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობს. ძალა, რომლის მმართველობის პირობებში ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო დევნიდნენ, აშინებდნენ, აწამებდნენ და ღირსებას ულახავდნენ, ვერასოდეს იქნება თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სახელით მოსაუბრე.
„ნაციონალურ მოძრაობას“ უფლება არ აქვს, საზოგადოებას თავისუფლებაზე ელაპარაკოს. უფლება არ აქვს იმ ფასეულობების დაცვაზე საუბრობდეს, რომელიც თავად სისხლში ჩაახშო. ეს არის უსამშობლო ძალა, რომელიც წარმოადგენდა და ახლაც წარმოადგენს ძალადობის, შიშის, ტერორის, უსამართლობის და ადამიანის უფლებების, თუ ყველაზე ძვირფასის - სიცოცხლის ფეხქვეშ გათელვის „ეტალონს“ საქართველოში. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ, ჟურნალისტებმა, სამოქალაქო სექტორმა და თითოეულმა მოქალაქემ, ყოველ ჯერზე, მკაფიოდ შეახსენოს ამ ძალას მათი წარსული, მათი ქმედებები და ის მძიმე შედეგები, რომელიც ქვეყანას და ხალხს მოუტანეს.
არავის მივცემთ ისტორიის გადაწერის, სიმართლის გადაფარვისა და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გაქცევის უფლებას! არავის მივცემთ ჩვენი ქვეყნისა და მისი მომავლის დაზიანების უფლებას!“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.










