პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორე აღსაყდრებიდან 47 წლის იუბილეს ულოცავს:

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, დიდი სიყვარულით და ღრმა პატივისცემით ვულოცავ აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს. ვუსურვებ მას მხნეობას და ჯანმრთელობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ." - ნათქვამია მისალოც წერილში.