26 ოქტომბერს იქნება გადამწყვეტი ბრძოლა მშვიდობისთვის და ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის! მე მჯერა, ჩვენი ხალხი ერთადერთ სწორ არჩევანს გააკეთებს და როგორც შიდა, ისე გარე მტრებს კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს, რომ ქართველი ერის სურვილია თავისუფლება და მშვიდობა! - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე თელავში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ქართველი ერის სურვილია ეროვნული იდენტობის დაცვა, ქართველი ერის სურვილია ტრადიციული, ოჯახის ღირებულებების, ქრისტიანული ცხოვრების წესების დაცვა! ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ყველას, რომ ჩვენი სურვილია ევროპისკენ სვლა მხოლოდ ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი წესებით და ჩვენი ღირსებით!
გაუმარჯოს კახეთს და კახელებს! გაუმარჯოს მეფე ერეკლეს! გაუმარჯოს ერთიან საქართველოს! ჩვენს ერთად დგომას და ჩვენს ბრძოლას გაუმარჯოს! 26 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და გაიმარჯვებს ჩვენი გაუტეხელი ხალხი და გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა!
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი! - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.