გაეროში მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთ ფორუმებს, ასეთ საერთაშორისო ტრიბუნას ივანიშვილის ბანდის წევრები იყენებენ ან პროპაგანდისტული რუსული ნარატივების გასავრცელებლად და იყენებენ ხოლმე ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი კრემლის ხელში, ან გვქონდა ხოლმე საქმე ძალიან შაბლონურ, არაფრის მომცემ ტექსტებთან, რომლის შინაარსსაც კი ვერ გაიგებდა თავად მსურველიც. - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
"არ ვიცი ყაველაშვილის განცხადება რა მესიჯების შემცველი იქნება, ალბათ იქნება მიქსი კრემლის იმპერიალისტური ნარატივების და შაბლონური არაფრის მომცემი ფრაზებით. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ალბათ კობახიძის წინა კრახის შემდეგ არც სურდა ალბათ წასვლა, ამიტომაც დაეკისრა ეს ფუნქცია ყაველაშვილი.” - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა