პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერს გიორგი გახარიას ოპოზიციურ პოლიტიკურ ფიგურად არ მივიჩნევს - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
"დღეს ძალიან სწორი თქვა ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პატიმარმა - გვებლატავება გერმანიაში გაქცეული ადამიანი, რომელიც საერთოდ გაიქცა ბრძოლის ველიდან. მანამდე კი, ჩემი პარტიის ლიდერზე, მიხეილ სააკაშვილზე გვახსოვს ხომ მისი ვითომ ამ მაჩოს სტილის გამოსვლები? ეს კაცი ჩამოვიდა, ჩაჯდა, შენ სად ხარ? როცა გადამწყვეტი მომენტი იყო ქვეყნის, მაშინ გაიქეცი. იმ კაცს საერთოდ არ მივიჩნევ მე ოპოზიციონერ პოლიტიკურ ფიგურად", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
შეგახსენებთ, გიორგი გახარია ადასტურებს, რომ გერმანიაში ბინადრობის უფლება მიიღო