„ნაციონალური მოძრაობისთვის“ სალომე ზურაბშვილი ლიდერი არასდროს ყოფილა, თუმცა ობიექტური მოცემულობაა, რომ ჩვენი მოკავშირეა, რადგან ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კოორდინაცია პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებელია, ვინმე იყოს ლიდერი.
„კოორდინაციის პრობლემა არ არის, კოორდინაცია არ ნიშნავს, რომ ვიღაც უნდა იყოს შენი ლიდერი მაინცდამაინც, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არასდროს ყოფილა სალომე ზურაბიშვილი ლიდერი, თუმცა ობიექტური მოცემულობა იყო და ახლაც არის ეს მოცემულობა, ჩვენი მოკავშირე, რადგან ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძვის. ავად თუ კარგად დავეთანხმებით თუ არა მის სტრატეგიას და ტაქტიკას, მეორე საკითხია. კოორდინაციას წინ არაფერი არ უდგას, თანამშრომლობას წინ არაფერი არ უდგას. ვიღაცის ლიდერობას ვერავინ გაიძულებს. სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ლიდერი არასდროს ყოფილა. შეიძლება ძალიან განსხვავდებოდნენ ადამიანები, მაგრამ როდესაც ქვეყანაში გადამწყვეტი ეტაპი ხდება აბსოლუტურად ერთმანეთისგან მტრულად განწყობილი ძალებიც კი პოულობენ საერთო ენას, ერთად დგებიან, ვინც აცნობიერებს, რომ ივანიშვილი არის სასიკვდილო საფრთხე ქართული სახელმწიფოსთვის. შეიძლება, ძალიან ბევრი განსხვავება გვქონდეს ყველაფერში, ამიტომაც არის, რომ ვიღაცისთვის შეიძლება, ჭრელიც იყოს ის პოლიტიკური პოზიციები, რომელსაც შეიძლება, ისმენდეს, თუმცა ამ კაცმა იმხელა საფრთხე შეუქმნა ქართულ სახელმწიფოს, რომ ივანიშვილის მოშორების აუცილებლობაში ყველა ვთანხმდებით“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.