საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა „ექსპო ჯორჯიაში“ ევროპის დღისადმი  მასშტაბურ ღონისძიებას მასპინძლობს. 

"ექსპო-ჯორჯიაში" ინტერვიუს ჩაწერის დროს, ელენე ხოშტარიამ ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტს პროპაგანდოსტი უწოდა და მისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა სცადა. 

კონკრეტულად კი "იმედის" ჟურნალისტმა "ლელოს" წარმომადგენელს გიორგი გეგელიას ჰკითხა, რატომ აქტიურობს პარტია რეგიონებში, თუ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავს. ამაზე გეგელიამ უპასუხა, რომ "პოლიტიკური პარტია ყოველთვის უნდა აქტიურობდეს რეგიონებში".

საუბარში ჩაერთო "დროა"-ს ლიდერი ელენე ხოშტარიაც.  ჟურნალისტმა უთხრა, რომ  საქმიანობაში ხელი ეშლებოდა. "ვიცი რომ გიშლი, მაგიტომ ვაკეთებ, რომ შეგიშალო, თქვენ პროპაგანდისტებს. მედიას არა, პროპაგანდისტებს, რუსებს", - უპასუხა ხოშტარიამ. რაზედაც იმედის ჟურნალისტმა უპასუხა:  რუსებს ჩვენ გვეძახით? რუბლები თქვენ გერიცხებათ" 

ელენე ხოშტარია: "ეგ ფეხებზე მკიდია, თქვენი პროპაგანდაა ეგ".