ჩვენ უკრაინის მიმართ ღირსეულ დამოკიდებულებას და მხარდამჭერ ნაბიჯებს გავაგრძელებთ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა კითხვაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს მომავალში საქართველო.

„მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ღირსეულ დამოკიდებულებას, მხარდამჭერ ნაბიჯებს, რადგანაც მიგვაჩნია, რომ დღეს მიუხედავად ძალიან ბევრი უსამართლო, საფუძველს მოკლებული ცილისწამებისა თუ ბრალდებისა, რომელიც გვესმის, ქვეყანა, რომელიც ომშია, დღეს ამის დრო არ არის. ჩვენ ცალმხრივად გავაგრძელებთ მეგობრობას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ადამიანები, რომლებიც ხელს უწყობენ მსგავსი მოვლენების განვითარებას, უახლოეს მომავალში ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამენ“, - აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოს ელჩმა უკრაინა უკვე დატოვა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს.