„ჩემი აზრით, პრეზიდენტი მაშინაც „გასული“ იყო, როცა აირჩიეს. მგონია, რომ მისი დღევანდელი გასულობა 2018 წლის გასულობისგან არაფრით განსხვავდება, ის მაშინაც ასეთი შეარჩიეს. ვფიქრობ, რომ მისი ეს ვიზიტებიც „ქართული ოცნების“ რაღაცნაირი გადაზღვევაა, თორემ ვერასოდეს დავიჯერებ, რომ პრეზიდენტი პირწავარდნილი „ქოცი“ არ არის." - ასე აფასებს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს გერმანიაში.
"„ქოცებმა“ და ბიძინა ივანიშვილმა რაც მას სიკეთე გაუკეთეს, წარმოუდგენელი მგონია, ამხელა მადლს გადააბიჯოს და ღალატით უპასუხოს, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ, თავიანთი „გასული“ პრეზიდენტი რამენაირად ახლა ოპოზიციას „შემოგვტენონ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს გერმანელ კოლეგას შეხვდება. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ პრეზიდენტი ამჯერადაც მთავრობის თანხმობის გარეშე იმყოფება საზღვარგარეთ.