პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ნიკა მელიას ციხიდან გამოგზავნილი წერილი თავად მელიას დაწერილი არ არის.

„ეს წერილი ნიკა მელიას დაწერილი არ არის. მისი ხელით გვარამია ებრძვის მიშას! change my mind“, – წერს ხვიჩია.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გამოაქვეყნა წერილი, სადაც აღნიშნულია: „სააკაშვილისთვის ტყუილი და უტიფრობა პროზაულია, ამის გარეშე ის აღარ არსებობს“.

მანამდე, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 27 მაისს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს: „მელიას შეცდომა ის იყო, რომ გუშინდელ აქციაზე უფრო მრავალრიცხოვანი ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა, არადა, თბილისში არჩევნების მოგება შეუძლებელი იყო ჩემი გათავისუფლების გარეშე“.