საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ  „გირჩიs“ წარმომადგენელმა, ჰერმან საბომ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან 12-პუნქტიანი გეგმის და ე.წ. „შარლ მიშელის შეთანხმების“ შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„შეხვედრისას ხაზი გავუსვი იმ ორ საკითხს,  რომელიც ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია, მეორე მხრივ კი, ვფიქრობ „ქართულ ოცნებას“ გამოუსწორებს შელახულ იმიჯს და აჩვენებს იმას, რომ ისინი სერიოზულად უდგებიან ძალაუფლების დეცენტრალიზაციის საკითხს. ეს არის ბუნებრივი ბარიერი. სასამართლო რეფორმის ნაწილში მარტივი და კარგი გამოსავალია ნაფიცი მსაჯულების სისტემის გაფართოება, რაც ასევე იქნებოდა „ქართული ოცნების“ მხრიდან, იმ ძალაუფლების ერთიანი მონოლითის ხელის გაშვება, რომელიც ახლა გვაქვს“, - განაცხადა ჰერმან საბომ.