სადავო კანონის წინააღმდეგ და სხვა რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების მსგავსად სასწავლო პროცესში მონაწილეობაზე უარს ამბობენ.

“ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები ვუერთდებით პროტესტს და უარს ვაცხადებთ აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებაზე.


ეს აქტი არის მკაფიო გზავნილი საქართველოს ხელისუფლებასთან, რომ უნდა გაიწვიონ რუსული კანონი და შეწყვიტონ ძალის გამოყენება აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ, რაც არღრვევს ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლების შესახებ.
რუსული კანონი აფერხებს საქართველოს ევროპულ მომავალს და ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას, რასაც ქართველი ხალხი არ დაუშვებს.
მოვუწოდებთ ჩვენს ლექტორებსა და ამინისტრაციას გააკეთონ ისტორიულად სწორი არჩევანი და დადგნენ ჩვენს გვერდით, ჩვენი და მათი შვილების მომავლისთვის. კი ევროპას, არა რუსულ კანონს,” -ნათქვამია, სტუდენტების მიმართვაში.
გაფიცვის შესახებ განცხადება გაავრცელა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმაც, ისინი გაფიცვის უფლებას იყენებენ.