პარტია "ნაცმოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელიას გუნდი როგორ შეძლებს თანამშრომლობას ლევან ხაბეიშვილის გუნდთან. ნიკა მელია პარტიას მალე დატოვებს – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა
"ფიზიკურად ვერ წარმომიდგენია, ნიკა მელიას გუნდი როგორ შეძლებს თანამშრომლობას ლევან ხაბეიშვილის გუნდთან. მგონია, მას შემდეგ, რაც სააკაშვილის საკითხზე კონტურები გამოიკვეთება, ნიკა მელია თავის პარტიას მალე დატოვებს და შეიძლება წავიდეს ორი გზით – „ლელოში“ ან სამეულს შეუერთდეს,
მელია „ნაცმოძრაობიდან“ კეზერაშვილს თუ გამოექცა, შეიძლება, მათთან მისვლა გაუჭირდეს, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ქართველი პოლიტიკოსები ნაკლები პრინციპულობით გამოირჩევიან და მელია შეიძლება, იქაც ვიხილოთ. რაც შეეხება მათ შორის კინკლაობას, ორივე სწორია. პარტიის თავმჯდომარის რანგში ხაბეს რამდენიმე განცხადება პოპულისტური და უცნაურია. ის, რომ მელია წარსულია, როგორც ამას ხაბეიშვილი ამბობს, სწორია“, – განაცხადა ჰერმან საბომ.
შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გახდა.
კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
ნონა მამულაშვილი - 3.33%;
ნიკა მელია - 40%;
გიორგი მუმლაძე - 3.68%