"გამოვაფხიზლოთ ვაკე" - ამ სახელწოდებით დღეს 18:00 საათზე თბილისში საპროტესტო მსვლელობა გაიმართება. მსვლელობის მონაწილეები "ვაკის პარკთან" შეიკრიბებიან და პარლამენტის მიმართულებით დაიძვრებიან.

"მსვლელობა ვაკის პარკიდან პარლამენტის შენობამდე. ვიკრიბებით მთავარ შესასვლელთან ჭავჭავაძის მხრიდან", - წერენ ორგანიზატორები სოციალურ ქსელში.

გარდა ამისა, დღეს 19:00 საათზე თბილისში სტუდენტური მარში გაიმართება. მარშის მონაწილეები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან.

"დაფიონი" წერს, რომ სტუდენტები 18:00-ზე შეიკრიბებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, საიდანაც მარშით შეუერთდებიან მთავარ აქციას.