მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს, ამერიკულ კანონზე დაფუძნებით მომზადებულ დოკუმენტს განიხილავენ. დეპუტატების კითხვებს უპასუხა. 

"ეს კანონი არ ეხება სტუდენტებს, რომლებიც სწავლისთვის დაფინანსებას ან გრანტს უცხოეთიდან იღებენ.  არანაირი დაბრკოლება ამ კანონის მიღებით მათ არ შეექმნებათ (მით უმეტეს, რომ ეს კანონი ფიზიკურ პირებზე საერთოდ არ ვრცელდება). პირიქით, იმ დონორების მიმართ, რომლებიც აფინანსებენ  მსგავს მიმართულებებს - სწავლა,  სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და  ა.შ.  გაჩნდება პოზიტიური შეფასება, რაც მათ მეტ მოტივაციას მისცემს.  ამ შემთხვევაში სტუდენტებზე სპეკულაციები უნდა დასრულდეს“, -  უპასუხა გურამ მაჭარაშვილმა დეპუტატ კახი კახიშვილის კითხვა, აღნიშნული კანონი შეეხება თუ არა უცხოეთიდან დაფინანსებულ სტუდენტებს და გულისხმობს თუ არა ის  სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას.