ბოკუჩავა და მთლიანად კოლექტიური „ნაც.მოძრაობა“ ტრამპს და ორბანს მოიხსენიებდნენ, როგორც პუტინის მხარდამჭერებს და პუტინისტებს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„როგორც კი შეატყვეს, რომ თავად ამერიკაშიც უკვე საზოგადოება ფიქრობს პრეზიდენტად, დიდი ალბათობით, ტრამპი გავა, მოვიხედეთ და „რესპუბლიკელების“ ყრილობაზე აღმოჩნდა, სადაც, სადღაც 12-14 საათში უღალატა უკვე ბაიდენს და ჩაეხუტა ტრამპს ბოკუჩავა.
როდესაც შენ ამბობ, რომ არ გინდა მშვიდობა და გინდა ომი, ტრამპი იყო მშვიდობის მომხრე. ტრამპი იყო და არის მომხრე ტრადიციების და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგია და ახლა რა უნდა უპასუხოს ბოკუჩავამ დანარჩენ უცხოურ ძალებს? არის მომხრე, თუ არ არის მომხრე მშვიდობის. არის მომხრე, თუ არ არის მომხრე ტრადიციების და არის თუ არა წინააღმდეგი ლგბტ პროპაგანდის. დიდ შარში არიან როგორც ძველი, ისე ახალი „ნაც.მოძრაობა““, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
თინა ბოკუჩავა ამერიკაში რესპუბლიკური პარტიის ყრილობას დაესწრო - რადიკალების შეცვლილი გზავნილები დონალდ ტრამპის მიმართ.