„ჩვენ გვახსოვს ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვები - „აღშფოთებულები“ და „შეშფოთებულები“. ახლა კი ახალი სიტყვაა - „გადატვირთვა“. - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თბილისში ვიზიტის შეფასებისას.

 მისი თქმით, გადატვირთვა ნიშნავს ორივე მხრიდან ნაბიჯების გადადგმას პარტნიორობასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს მხრიდან გადადგმულია, იქითა მხრიდან - დასავლეთიდან კი, მუქარები ისმის.

„გადატვირთვა ნიშნავს ორივე მხრიდან ნაბიჯების გადადგმას პარტნიორობასთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან ეს ნაბიჯები გადადგმულია - ვსაუბრობთ, ვეუბნებით, ვთავაზობთ და ა.შ., იქითა მხრიდან - [დასავლეთიდან კი], ურთიერთობების შეწყვეტასა და ფულადი სახსრების არასწორი მიმართულებით მიმართვაზე მუქარები ისმის. რაც ყველაზე მთავარია, ქართველი ხალხისა და ჯარისკაცების დაფინანსების ნაცვლად, აცხადებენ, რომ რადიკალურ ოპოზიციასა და იმ ენჯეოებს დააფინანსებენ, რომლებიც ქართველ პოლიციელებს ცოცხლად დაწვას უპირებდნენ.“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.