პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი პარტიის მიერ გავრცელებულ წერილს ეხმიანება, სადაც ოპოზიციის წინასაარჩევნო გაერთიანებებზეა საუბარი

. დეპუტატის თქმით, ოპოზიციის კონფიგურაციას უცხოური ძალა აკომპლექტებს ისე, როგორც თავად აწყობთ. მაჭარაშვილის თქმის, ახალი ოპოზიციური გაერთიანებების ჩამოყალიბების საჭიროება დღის წესრიგში დადგა, რადგან უცხოური ძალები მიხვდნენ რომ ნაც. მოძრაობა შედეგს ვერ დადებს. დეპუტატი ხაზარაძე - გახარიას ერთობასაც აფასებს და ამბობს, რომ დაპირისპირებული მხარეების გაერთიანების გაკეთილშობილების მიზნით კიდევ ახალი ერთობების დაკომპლექტება მიმდინარეობს. მაჭარაშვილის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ხაზარაძე- გახარიას ერთობა ამომრჩევლისთვის მოსაწონი არ იქნება, გარე ძალებმა შესაძლოა ლიდერად სალომე ზურაბიშვილი დანიშნონ.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ აუცილებლად უცხოური ძალა დააკომპლექტებდა ოპოზიციის კონფიგურაციას იმიტომ, რომ ოპოზიციას - არავინ ეკითხება. თვეებია ამას ვამბობთ და ეს დადასტურდა. მელია, რომელიც აგინებდა კეზერაშვილს და მისი ფაქტორის გამო დატოვა ნაც. მოძრაობა, ახლა ჩაახუტეს და ურთიერთსიყვარულია მელიასა და კეზერაშვილს შორის. ასე იქნება ლელოსა და გახარიას შორის იმიტომ, რომ ერთი პატრონი ჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთბრალდებები და ლანძღვა - გინება არ აკლდათ გახარია- ხაზარაძეს, ეს პატრონი იმის მიხედვით კი არ იღებს გადაწყვეტილებას გახარიას რა სიამაყე აქვს და ხაზარაძეს რა უნდა, ან მელია რას ამბობს და გვარამიას რა უნდა, არამედ იმის მიხედვით, თვითონ როგორ აწყობთ. მათ ნახეს, რომ ეს ახალი ე.წ ნაციონალური მოძრაობა ბენეფიტის მომტანი ვერ იქნება და ამიტომ ქმნიან რაღაც ძალებს. არაფერი შეცვლილა, იგივეა ყველაფერი. ორი ძმა გადანაწილდა ახალ და ძველ ნაც.მოძრაობაში - ძველი ზურა ჯაფარიძე - ახალშია, ახალი გია ჯაფარიძე - ძველ ნაც. მოძრაობაში. ვხედავთ, რომ ყლორტია სხვადასხვა, ხე იგივეა. ახლა შეეცდებიან რაღაც ახალი, კიდევ უფრო განსაკუთრებული შექმნან იმიტომ, რომ ზურაბიშვილი ვერ ისვენებს, სადღაც უნდა. ნოემბერში გასდის ვადა და ამბიცია აქვს, რომ მსოფლიო მართოს და საქართველოში მაინც რაღაც მომიძებნეთო ალბათ ეუბნება. გახარიას და ხაზარაძის ერთმანეთთან დაკავშირება შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ არ იქნება კომფორტული, მათ შორის, არც ხალხის თვალში და ამიტომ, სავარაუდოდ ექნებათ გეგმა, რომ ზურაბიშვილი ლიდერად მოავლინონ, შემოუშვან სხვადასხვა, ვითომ ახალი სახეები, საუბარი არის ჩუგოშვილზე, ბესელიაზე და შეიძლება სხვებზეც. ეს გაკეთდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ნაკლები დისკომფორტი იყოს საზოგადოებისთვის გახარია- ხაზარაძის დაძმაკაცება. ცნობილი ქართული გამოთქმა - „ვეძებდი, როგორც მტერს და შევხვდი, როგორც მოყვარეს“- ეს უნდა გაუკეთონ ხაზარაძე- გახარიას, რომ როგორმე შეფუთონ მათი ერთობა და რაღაცნაირად გააკეთილშობილონ ზურაბიშვილით თუ ვინმე სხვით. ამ სპექტაკლს ვხედავთ ახლა ჩვენ და ამას ვსაუბრობთ უკვე თვეებია თუ წლები არა.

სამი თვე დარჩა არჩევნებამდე და ოპოზიცია ჯერ გადალაგებულიც კი არ არის, რომ ხალხს რაიმე შესთავაზოს. იციან, რომ ვერაფერს შესთავაზებენ. ერთადერთი შანსი მათი მხრიდან არის რადიკალური პროცესები და ის იარაღი რომელსაც, განცხადებების სახის აწვდიან კონგრესმენები და სხვები.“- აღნიშნა მაჭარაშვილმა.