„საქმე მარტო იმაში არაა, გამჭვირვალე უნდა იყოს თუ არა დაფინანსება. გეუბნებიან, რომ შენ ხარ მეორადი ხარისხის პროდუქტი - სახელმწიფო არ ხარ, ნიშნები შეიძლება გქონდეს, მაგრამ მეტი არაფერი” - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კიდევ ერთხელ ახსნა, თუ რატომაა საჭირო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება.

„ამიტომ მინდა მივიღო ეს კანონი - ამერიკა რომ ერთი წელიწადია 6 მილიარდს მაყვედრის, მინდა მადლობა გადავუხადო, ოღონდ მინდა გავიგო, რაში დახარჯა ეს ფული და მომავალში თუ დახარჯავს, იმისთვისაც მადლობას გადავუხდი, ოღონდ, ისიც უნდა ვიცოდე, რაში დახარჯავს.

ამ 6 მილიარდიდან ნაწილი უკან წავიდა და ამიტომ არ უნდათ ამ კანონის მიღება, მაგრამ რაც იყო, იყო. ამის მერე მაინც ვიცოდეთ, სად დახარჯავენ შემოტანილ ფულს. მაგრამ საქმე მარტო იმაში არაა, გამჭვირვალე უნდა იყოს თუ არა დაფინანსება. გეუბნებიან, რომ შენ ხარ მეორადი ხარისხის პროდუქტი - სახელმწიფო არ ხარ, ნიშნები შეიძლება გქონდეს, მაგრამ მეტი არაფერი. მათი დამოკიდებულებაც ხომ ამაზე მეტყველებს, მაგალითად მაშინ, როცა გეუბნებიან - არ წაიკითხო და არ მიიღო ეს კანონი," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები

შეგახსენებთ,    საქართველოს პარლამენტიმა  პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღ

2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..

2024 წლის 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, დღემდე საპროტესტო აქციებით გრძელდება