უცხოური ძალების მხრიდან საქართველოში პარალელური ხელისუფლების შექმნის მცდელობად აფასებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ქვეყანაში რადიკალურად განწყობილი არასამთავრობო სექტორის საქმიანობას.
„მარტივი, კლასიკური მაგალითია, ორი დღის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საჯაროდ განაცხადა, რომ არაერთგზის ჰქონდა შეხვედრა ქართული არასამთავრობოების ყველაზე მსხვილი დამფინანსებლის NED-ის (ევროპის განვითარების ფონდი) წარმომადგენლებთან და მათთან საუბრების შემდეგ, ფონდის ხელმძღვანელმა უთხრა, რომ ვერ გაუმხელდა რას აფინანსებდა საქართველოში.
რეალურად გამოდის, რომ უცხოურმა ძალამ აქ შეგვიქმნა პარალელური ხელისუფლება NGO-ების სახით. შემთხვევით არ ვამბობ „ხელისუფლებას“ - NGO-ების მეშვეობით უცხოური საელჩოები გეუბნებიან რა კანონი მივიღოთ, ისინი მიგითითებენ რომელი მოსამართლე დავნიშნოთ და რომელი - არა, ამ NGO-ების მეშვეობით გეუბნებიან ცესკოს თავმჯდომარედ ვინ ავირჩიოთ და რამდენი უნდა გვქონდეს კვორუმი მისი არჩევისას. რეალურად, უცხოელი ხომ ვერ გაიყვანს პარლამენტის 150 წევრს, ამიტომაც დაგვისვამს NGO-ს," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა