"ყველა ბავშვს აქვს უფლება იყოს ჯანმრთელი. ყველა ბავშვს აქვს უფლება მიიღოს განათლება. ყველა ბავშვს აქვს უფლება თავისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი სერვისი ჰქონდეს და რაც მთავარია, ყველა ბავშვს აქვს უფლება, მიუხედავად დიაგნოზისა, თავისი დაავადების შესაბამისი წამალი ჰქონდეს."- ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "პირადი ექიმი"-ს წამყვანმა, ექიმმა მარი მალაზონიამ  ეთერში დიუშენის სინდრომის მედიკამენტებზე საუბრისას განაცხადა

"თუ ჩვენ ვსაუბრობთ იშვიათ დაავადებებზე, მაგალითად, სპინალური კუნთოვანი ატროფიის შესახებ, დიუშენის სინდრომის შესახებ, ვსაუბრობთ სხვა პრობლემების შესახებ - რატომ სჭირდებათ მათ დახმარება, მედიკამენტი, მხარდაჭერა? ეს არის იმის შესაძლებლობა, რომ არა მარტო ბავშვებმა, არამედ შვილებმა, ოჯახის სხვა წევრებმა და რაც მთავარია, მშობლებმა, რომელთაც უზარმაზარი სხვადასხვა სახის პასუხისმგებლობა აქვთ, იპოვონ ცხოვრებაში აზრი, იპოვონ სიცოცხლის მოტივაცია. და ასეთ შემთხვევაში, ეს არის არა უბრალოდ წამალი შვილებისთვის, ეს არის წამალი მშობლებისთვის, ეს არის შესაძლებლობა, სიცოცხლის შესაძლებლობა.

ჩვენი როგორ ვუვლით ბავშვებს, ეს არის იმის საუკეთესო მაჩვენებელი, თუ როგორი წარმოდგენა გვაქვს საკუთარ მომავალზე". - განაცხადა მარი მალაზონიამ.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა: დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს - არსებობს მხოლოდ მედიკამენტები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის შენელებაზე 

მისივე თქმით, რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მით უმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA

 რასაც დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებმა ბრიფინგით უპასუხეს. "ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას" თავმჯდომარემ ზაქარია გვიშიანმა მედიასთან განაცხადა: ჩვენ არ ვამბობთ, რომ წამლები ბავშვებს სრულად კურნავს, მაგრამ ისინი ამ დაავადებას ბლოკავს,სარჯველაძემ დააანონსა, შეეგუეთ იმას, რომ მკურნალობა არ იქნება