"ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანი, გრიგოლ გეგელია, საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა ეხმაურება.

მისი შეფასებით, არანაირი მტკიცებულება არ უდევს საფუძვლად მმართველი გუნდის ბრალდებებს.

"ჩვენ დღესაც, ისევე როგორც ყველა წინა დღეს, მზად ვართ დავიცვათ ჩვენი სიმართლე. ჩვენ ამ შენობაში, სამწუხაროდ, ვუყურებთ აბსურდის თეატრს, ვუყურებთ მხარეს, რომელსაც სურს, რომ ყველაფერი ის დაგვაბრალოს, რაც ჩვენ არასდროს ჩაგვიდენია. არავითარი სამხილი, არავითარი მტკიცებულება ამ საქმეს არ უდევს. სასამართლოში, რა თქმა უნდა, მოუწევთ სამართლებრივი არგუმენტის მოტანა და შესაბამისი სამხილების მოყვანა," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა ბათუმში დღეს განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლო კითხვა-პასუხის ეტაპზე რჩება. პლენუმი დღეს კითხვებს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს დაუსვამს.

მოსარჩელე მხარის შეფასებით, ოპოზიცია ცდილობს, პროცესი დროში გაწელოს და დაუსაბუთებელი შუამდგომლობები დააყენოს, რადგან საკუთარი პოზიციების დასაცავად არანაირი სამართლებრივი არგუმენტი არ გააჩნია