82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ცნო­ბი­ლი ნევ­რო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი რო­მან შა­ქა­რიშ­ვი­ლი, - ამის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ციას ოჯა­ხის წევ­რე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ. 

ბატონმა რომანმა შექმნა ეპოქა ქართულ მედიცინასა და ნევროლოგიაში. მისმა მრავალწლიანმა სამეცნიერო და კლინიკურმა მოღვაწეობამ, ათასობით გადარჩენილმა პაციენტმა და აღზრდილმა თაობებმა უდიდესი კვალი დატოვეს ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის ისტორიაში.

1996 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნევროლოგიის კათედრის გამგე. არის 460–მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

წლების განმავლობაში იყო ნევროლოგიის ინსტიტუტის უმცროსი და შემდეგ - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, კლინიკური ნევროლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი; მომდევნო წლებში კი ამავე ინსტიტუტის დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე.

1999–2004წწ. სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რექტორი და ნეირომედიცინის ცენტრის ხელმძღვანელია; იყო ნეირომედიცინის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი.