ტაშკენტში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი სამბოში.
ასპარეზობის დასკვნით სტადიაში ქართველმა სამბისტმა ელიზბარ თურქიამ ფინალური შეხვედრა ყაზახ არნურ კუატაის მოუგო და საქართველოს მეხუთე ოქროს მედალი მოუტანა.
თურქიამ მეტოქე შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე წამში თავის საფირმო მტკივნეულ ილეთზე (მკლავისდაჭერა/ამოტრიალება და მხარის დაბლოკვა) დაიჭირა და შებოჭა. ყაზახმა სპორტსმენმა წინააღმდეგობის გაწევა უშედეგოდ სცადა და ბრძოლის დაწყებიდან 45 წამში დანებდა.


ელიზბარ თურქია მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ელენე ქებაძე. მან ფინალური ორთაბრძოლა ბელორუს მარია კანდრაცევასთან წააგო.

აღსანიშნავია, რომ სპორტულ სამბოში ქართველმა კაცებმა სულ გათამაშებული 7 ოქროს მედლიდან ოთხი დაისაკუთრეს, რუსებმა კი მხოლოდ ორი. ერთი მედალი ბულგარელებმა მოიპოვეს.
ტაშკენტში მედლები მოიპოვეს:
სპორტული სამბო
კაცები
58 კგ ვახტანგ ჩიდრაშვილი — ოქროს მედალი
64 კგ ავთო მუკბანიანი — ოქროს მედალი
71 კგ ელიზბარ თურქია — ოქროს მედალი
+98 კგ უჩა ტაბატაძე — ოქროს მედალი
88 კგ ბექა ძაგანიშვილი — ბრინჯაოს მედალი
ქალები
+80 კგ ელენე ქებაძე — ვერცხლის მედალი
საბრძოლო სამბო
კაცები
98 არჩილ გოგოლაშვილი — ვერცხლის მედალი
88 კგ გიორგი ეგნატაშვილი — ბრინჯაოს მედალი
ქალები
50 კგ სოფიო ბაღიშვილი — ბრინჯაოს მედალი
პარასამბო
კაცები
79 კგ გიორგი გამჯაშვილი — ოქროს მედალი
98 კგ რამინ ყიფშიძე — ბრინჯაოს მედალი
მოამზადა რაულ კაპანაძემ




