საკონსტიტუციო სარჩელის მიზანია ამ ქვეყნიდან ოპოზიციის გაქრობა, ამავდროულად, მასში ჩადებულია სერიოზული ნაღმები, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ ჟურნალისტებს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან განუცხადა.
მისი თქმით, საქმე ეხება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, უსაფრთხოებას და საგარეო პოლიტიკურ ვექტორს.
„ახსნა-განმარტების ეტაპზე ვიტყვით, ვის რას ვედავებითო, ეს მთელ პროცესს ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს. შუამდგომლობა არის აუცილებლად დასაკმაყოფილებელი, რადგან საქმე არ ეხება ერთ და ორ პოლიტიკურ პარტიას, საქმე ეხება საქართველოს უსაფრთხოებას და საგარეო პოლიტიკურ ვექტორს“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.







