ტაშკენტში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი სამბოში, რომელიც გამორჩეულია იმით, რომ მასში ქვეყნების რეკორდული რაოდენობა მონაწილეობს.

შეჯიბრების პირველ დღეს კაცთა სპორტულ სამბოში ვახტანგ ჩიდრაშვილის მიერ მოპოვებულ ოქროს მედალს გუშინ ქართული სპორტული სამბოს ოსტატების კიდევ ორი ოქროს მედალი შემატეს. 64 კგ წონაში ოქროს მედლიზთ ავთო მუკბანიანმა დაიმშვენა მკერდი, 98 კგ-ს  ზემოთ წონაში კი უჩა ტაბატაძემ.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კაცთა ნაკრებმა მედლებით გუნდურ ჩათვლაში შეჯიბრებაში მონაწილე სხვა 100 ქვეყნის ნაკრებს აჯობა და პირველი ადგილი გაინაღდა. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც 71 კგ წონაში მოასპარეზე რუსი სამბოში ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა და აღარც რუსეთს და აღარც ბულგარეთს სამი ოქროს მედლის მოპოვების და საქართველოს დაწევის შანსი აღარ დარჩათ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ 71 კგ წონაში ელიზბარ თურქის ფინალში გავიდა. ფინალში აგრეთვე ქალთა სპორტული სამბოს 80კგ ზემოთ წონაში მოასპარეზე ელენე ქებაძე

მოამზადა რაულ კაპანაძემ