პოლონეთის კულტურის მინისტრმა მარტა ჩიენკოვსკამ მედიამარეგულირებელ საბჭოში ოფიციალური საჩივარი შეიტანა. სამინისტროს პროტესტი „ტელევიზია რესპუბლიკის“ მიერ კრაკოვის ტრაგედიის გაშუქებას უკავშირდება, სადაც მაუწყებელმა პოლიციის მუშაობაზე, უწყების შეფასებით, დეზინფორმაცია გაავრცელა.

პოლონეთის კულტურის სამინისტრომ მწვავე რეაგირება მოახდინა „ტელევიზია რესპუბლიკის“ (TV Republika) ეთერში გაჟღერებულ ბრალდებებზე, რომლებიც კრაკოვში მომხდარი სისხლიანი თავდასხმის გაშუქებას ეხებოდა. კულტურის მინისტრმა მარტა ჩიენკოვსკამ დაადასტურა, რომ მარეგულირებელ ორგანოში საჩივარი უკვე გაგზავნილია.

​აღშფოთების მთავარი მიზეზი გახდა ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ცნობები, თითქოს ტრაგედიის დროს ადგილზე პოლიცია იმის გამო არ იმყოფებოდა, რომ სამართალდამცველების ძირითადი შემადგენლობა ვარშავაში, საკონსტიტუციო ტრიბუნალთან მიმდინარე პოლიტიკური აქციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იყო გადასროლილი.

​სამინისტროსა და პოლიციის მტკიცებით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მანიპულაციური ხასიათისაა, საზოგადოებაში პანიკას იწვევს და სამართალდამცავი სისტემის მიმართ ნდობას ამცირებს.

​„ტრაგედია არ არის პროპაგანდის იარაღი. მარეგულირებელმა საბჭომ ეს აუცილებლად უნდა შეისწავლოს და კანონდარღვევისთვის სათანადო პასუხისმგებლობა დადგეს,“ — განაცხადა მარტა ჩიენკოვსკამ.


​სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, მაუწყებელმა უხეშად დაარღვია ობიექტურობისა და ჟურნალისტური სტანდარტები, როდესაც ტრაგიკული მოვლენა პოლიტიკური ბრალდებებისთვის გამოიყენა.

წყარო: wiadomosci.dziennik.pl

მოამზადა რაულ კაპანაძემ