როდესაც კრემლის თუთიყუში, კობახიძე სხვაზე ამბობს, “რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებსო”, ეს არის ცინიზმის მწვერვალი.

ნულს მინუს ნული არის ნული. ეს იყო, არის და იქნება კობახიძის განმსაზღვრელი ერთადერთი ჭეშმარიტი მათემატიკური ფორმულა. - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის დღეს გაკეთებულ განცხადებას საპასუხოდ განაცხასა

"ირაკლი კობახიძე ისტორიაში შევა, როგორც პრემიერი, ვის დროსაც საქართველო ეროვნული მოსწრების უმდაბლეს ნიშნულზე დაეცა.

მისი მმართველობის დროს, პირველად საქართველოს ისტორიაში, აშშ-მ და ევროკავშირმა დაიწყეს ორმხრივი ურთიერთობების სრულყოფილი გადახედვა, საქართველომ დაკარგა კრიტიკული დარგების დაფინანსება, ქართველი პრემიერი უარს აცხადებს ვაშინგტომში ვიზიტსა და ურთიერთობების გაღრმავებაზე, სამაგიეროდ ჰეზბოლას და ჰამასის გვერდით დგება ზეიმებსა და პანაშვიდებზე. 
შესაბამისად, ირაკლი კობახიძე არის პოლიტიკური განულების მასტერკლასი." - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის თქმით, ნულს მინუს ერთი უდრის მინუს ერთს, ეს არის "ლელოს" დღევანდელი მდგომარეობა - წარმატების არავითარი შანსი ამ პოლიტიკურ ძალას არ აქვს